|
2025-04-01 17:52:51, 636 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში
საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დღეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზე და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს, რაც სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა. “იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკავონ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა. მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ასევე, არის გვერდითი კანონები საჯარო სამსახურზე, რომლების სახელმწიფო მოხელეებისგან მათი უშუალო უფროსებისგან ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, თუ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა სურთ. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს. ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)