03:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 15:09:45, 581 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - „ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა!

„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! - ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაწყებული რეპრესიები, მხოლოდ მათ შიშზე მიუთითებს.

„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! „ღალატის კომისია“ – მტრის გამართლებისა და საზოგადოების დაშინების უიმედო მცდელობა! მეტი რეპრესიები – შიშის ნიშანია და არა ძალის!

ოპოზიციაზე, მედიაზე და აქტივისტებზე შეტევა – სიმართლის ჩახშობის ამაო მცდელობაა! პუტინის პროპაგანდის გახმოვანება – ღია აღიარებაა, რომ ისინი ქვეყნის მტრის სამსახურში არიან! რეპრესიები იზრდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ იღებენ – ჩვენი წინააღმდეგობა მათ მანევრის სივრცეს უზღუდავს!

ეს ნიშნავს, რომ პროტესტი ვერ გატეხეს! მხოლოდ სხვების კრიტიკა არაფერს მოგვცემს! ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.

თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა – მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics