05:12 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 19:00:42, 951 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ემზარ კვიციანი სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას

მიკვირს, რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატ ემზარ კვიციანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას.

„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics