01:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 16:30:41, 947 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics