2016-03-13 22:36:32, 978 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ავტობუსის გაჩერებაზე, ხალხმრავალ ადგილას, აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თვითმხილველების თქმით, ავტობუსის გაჩერებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან