06:07 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 16:04:16, 1026 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობ, რომ 9 მაისს, ყაველაშვილი მოსკოვში ჩასვლას აპირებს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის თქმით, სანდო წყაროებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 2025 წლის 9 მაისს, მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმზე დასწრებას გეგმავს. 

"სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობ:

2025 წლის 9 მაისს ე.წ. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე პუტინის გვერდით დგომას აპირებს!

სანაცვლოდ, ქოცებმა ამ ერთ თვეში უნდა გააუქმონ ნაციონალური მოძრაობა (ეს მინიმუმ), სამუდამო სასჯელი უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა, უნდა “ვაღიაროთ” 2008 წლის ომის დანაშაული, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ანწუხელიძის მკვლელებს.

ახალი საპროტესტო ტალღის უახლოესი ამოცანა ამ ღალატის ჩაშლა უნდა გახდეს!

იმედი მაქვს ხვალ სცენაზე მოვისმენ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის ცვლილებას 2008 წლის ომზე და განვითარებულ სიტუაციაზე, თუ არადა, ჩემთვის საქმე სხვანაირად იქნება.

სახელმწიფო ხომ დაკარგული გვაქვს, ახლა ქვეყანასაც ვკარგავთ!" - წერს ლევან სანიკიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics