11:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 13:48:26, 1221 ნახვა

საზოგადოება
გივიკო ბარათაშვილი - „ახალი თეატრი“ ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში

ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა, ჟურნალისტებთან საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში ახალციხეში წასვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე, სადაც საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში იყვნენ, „შედეგი გამოიღო“.

„ჩვენი მიზანი იყო ხალხთან საუბარი და დიალოგი. ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისთვის - არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს აზრზე არიან თუ იმ ადამიანებთან, ვინც საწინააღმდეგო აზრზე არიან. მითუმეტეს, ამ ადამიანებთან საუბარი უფრო საინტერესო და პროდუქტიულია. მგონია, რომ სადაც ვიყავით, უკვე ყველგან გამოიღო რაღაც მხრივ შედეგი. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ“, - განაცხადა გივიკო ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics