07:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 15:24:06, 964 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი მოქალაქეები

ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, ბოლო „ორი დღეა, სწორედ აღნიშნულის გადაფარვას ცდილობენ ატეხილი ისტერიკით“.

„ძალიან მწარე სიმართლე! ორი დღეა, სრული ისტერიაა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.

ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ! სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!

P.S. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს, დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…

საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს, თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს „ნაცური“ პიარი…

კარგი იქნება ასეთმა ხალხმა გაათვიცნობიეროს, როგორი ფორმით, რაში და რისთვის იყენებენ ანწუხელიძეზე ომის დანაშაულის დამბრალებელი ანტიეროვნული ძალები!“ - წერს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics