06:49 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 12:26:05, 986 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სამუშია - ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი

ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი. ჯერ საკუთარ თავს დაარქვეს პარლამენტი და ახლა ამ პარლამენტმა რაღაცა შექმნა და დაარქვა საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

სამუშიამ „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ამ წუთებში იკითხებიან.

„რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურისტს რატომ იბარებენ გაურკვეველია და მათი გაგებით, მიმდინარეობს ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი ღიად თქვა. მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მათი განცხადებით, ისინი ამ ბოროტ პოლიტიკურ ცირკში, რასაც ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ აპირებენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ამ მართული სასამართლოს პირობებში მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ”, - განაცხადა ლევან სამუშიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება “უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics