09:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 14:33:27, 648 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი თავდგირიძე - ომის დაწყება-არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს

ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს. ეს კომისია რუსეთის კონკრეტულ ინტერესს ემსახურება - ამის შესახებ ">კომენტარს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე საკუთარ სოციალურ ქსელში აკეთებს.

"რას ეძებს ოცნება?

ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს, თავდაცვითი ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება კონსტიტუციური უფლებაა ( ვალდებულებაა), ამიტომ როგორც არ უნდა დადგეს საკითხი და რაც არ უნდა გამოიკვეთოს დანაშაულის აღმოჩენა შეუძლებელი იქნება. არსებობს კიდე ერთი ალბათობა, სამხედროდანაშაულები ომის დროს. მაგრამ აქაც, ბრიუსელში და ჰააგაში დაადასტურეს, რომ ამ ომში სამხედრო დანაშაულები საქართველოს მხრიდან ჩადენილი არ არის. ანუ, პოლიტიკოსების მხრიდან დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის ალბათობაც გამოირიცხა. შესაბამისად სამხედროების დაბარებას და გამოკითხვას აზრი არა აქვს, დანაშაულზე მათ ინფორმაცია უბრალოდ ვერ ექნება.

მაშინ, რჩება მხოლოდ ერთი თემა, არა დანაშაულის გამოკვეთა, არამედ შეფასება, ომი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, ფაქტის დადგენა, რომელსაც საქართველოში არანაირი იურიდიული წონა არ ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისათვის, განსაკუთრებით დიპლომატიურ ველზე პუტინის პოზიციების გასაუმჯობესებლად. რუსეთს ახლა ძალიან ჭირდება, რომ პოზიციონირებდეს როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც აგრესორი. იგივე კლიშე დაედება უკრაინასთან ომსაც, რომ ომს ობიექტური მიზეზი ჰქონდა და რუსეთმა გადაამეტა ძალას, აგრესორი კი არ არის, კონფლიქტში იქნა ჩათრეული.

ამიტომ, ეს კომისია რუსეთის ამ კონკრეტულ ინტერესს ემსახურება, დანარჩენი უბრალოდ თანმდევი პროცესია, სპექტაკლის ნაწილი." - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics