14:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 09:08:35, 1004 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს ეგიდით უკრაინაში დროებით მთავრობის დანიშვნა შესაძლოა განვიხილოთ

დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს უკრაინის კონფლიქტის დასრულება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მაგრამ იმ პირობით, რომ ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, მათ შორის ევროპასთან, მაგრამ აღარ დაუშვებს შეცდომებს დასავლეთისადმი ზედმეტი ნდობით.

„ჩვენც მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროპასთან, ისინი უბრალოდ არათანმიმდევრულად იქცევიან, მაგრამ არა უშავს, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. იმედია, არ დავუშვებთ შეცდომებს ჩვენი ე.წ. პარტნიორების გადაჭარბებული ნდობის გამო“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ახლა არალეგიტიმურია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.

„ისინი დღეს ნამდვილად არ არიან ლეგიტიმურები უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. იქ არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. არადა, კონსტიტუცია ისეა შემუშავებული, რომ ყველას ნიშნავს პრეზიდენტი, მათ შორის რეგიონულ ხელისუფლებას. თუ ის თვითონ არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა სხვაც არალეგიტიმურია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვისთან უნდა მოეწეროს ხელი გარკვეულ დოკუმენტებს და ჯერაც არ არის ნათელი, რა ძალაუფლება აქვთ მათ, რადგან ხვალ სხვა ლიდერები ეყოლებათ, რომლებიც არჩევნების გზით მოვლენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია.

„ჩვენ არ ვიყავით საომარი მოქმედებების დაწყების ავტორები და ინიციატორები. ეს დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამას კი შემდეგ, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მოჰყვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics