|
2025-03-27 16:35:00, 714 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გასული კვირის ოთხშაბათს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 879 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, სასამართლომ 260 მათგანი დააპატიმრა, 489 - გაათავისუფლეს, 662-ის სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, საპროტესტო აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა. გამოცემის ცნობით, სტამბოლში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანკარამ ევროპელ პარტნიორებს სთხოვა, „საღი აზრით“ იმოქმედონ და დასძინა, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ ბრალდებების სიმძიმე მის დაპატიმრებას მოითხოვდა. „ჩვენ არ გვინდა რომელიმე პოლიტიკოსის დაპატიმრება, მაგრამ თუ არსებობს დარღვევის მტკიცებულება, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს. თუკი გადავხედავთ ბრალდებების სიმძიმეს და იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულებების დამალვის რისკი, სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)