09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 14:32:38, 638 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება არგუმენტირებულად გავარჩიოთ

არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად გასცემენ პასუხს სასამართლოში.

„ეს არგუმენტი არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატები დატოვა, არ თანამშრომლობს ამ პარლამენტთან, უფრო მეტი, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იყოს ჩათვლილი ლეგიტიმურად.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული მზად ვართ სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ნარატივს კულტივირებენ რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“,- აღნიშნა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics