11:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 20:57:54, 725 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?

ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! - მისი კომისიაზე მისვლის გარდა, შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო, - ასე ეხმაურება “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას.

„ცალსახად სამარცხვინო იყო გრიგოლ ვაშაძის იქ დაჯდომა, ყველაფერი, რაც ილაპარაკა, იყო სამარცხვინო. ის ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! რაც მან ილაპარაკა, ამ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. იქ მისვლის გარდა, მისი შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო. მის სინდისზე იყოს ყველაფერი, რაც გააკეთა კომისიაზე. ამ კომისიაზე მისვლა, არის პარლამენტის აღიარება. საბჭოთა მლიქვნელობის მაგალითი იყო, რაც იქ ვიხილე. არ ლაპარაკობდა სწორ რაღაცებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა, არამედ ოპონენტების დევნაა.

„ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის რაიმე ფორმით ანალიზთან ან გამოძიებასთან არაფერი აქვს. ლაპარაკია მოქმედი პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. მიდის მოქმედი ოპონენტების დევნა და იმის შნოც არ აქვთ, რომ შენიღბონ მაინც პროცესი ისე, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ ლაპარაკი.

ყოველგვარი შეფარვის გარეშე ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც დღეს მათ პრობლემებს უქმნით, „ძლიერი საქართველოსა“ და სხვა ჩვენი კოლეგების სახით, ოპოზიციის სუბიექტებზე იყოს დევნა. აქ ლაპარაკი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის გამოძიებაზე, ეს არის მასკარადი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ცალსახად არ შეიძლება, რადგან არალეგიტიმურ პარლამენტშია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics