|
2025-03-26 20:46:16, 1001 ნახვა
მსოფლიო
დაზვერვის კომიტეტში ეროვნული დაზვერვის დირექტორს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს მოუსმინეს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ ჯონ რეტკლიფს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში მოუსმინეს. კომიტეტის უმაღლესმა დემოკრატმა წარმომადგენელმა, ჯიმ ჰაინსმა გააკრიტიკა ადმინისტრაცია. მისი თქმით, ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორის ნაცვლად, შესაძლოა, ჩატში ჩინელი ან რუსი დაზვერვის ოფიცერი დაემატებინათ და „ჰუსიტები“ გაეფრთხილებინათ მოახლოებული დარტყმის შესახებ, მათ ექნებოდათ დრო საჰაერო თავდაცვის საშუალებების განლაგებისთვის, ექნებოდათ შესაძლებლობა, მოეკლათ ამერიკელი პილოტები. „აქ ყველამ იცის, რომ რუსებს ან ჩინელებს შეეძლოთ, მიეღოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ჰაინსმა. საპასუხოდ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არასოდეს გავრცელებულა და რომ თავდასხმა განხორციელდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, დაგეგმილი შედეგებით. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა აიღო ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა და ამჟამად მიმდინარეობს სრულფასოვანი გამოძიება. „პრეზიდენტმა და მაიკ უოლცმა გუშინ პრესკონფერენცია გამართეს მკაფიო გზავნილით. შეცდომა იყო, რომ ჟურნალისტი უნებლიედ დაემატა ჩატში, სადაც განიხილავდნენ „ჰუსიტებზე“ მოსალოდნელ დარტყმებსა და შედეგებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა აიღო სრული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტულსი გაბარდმა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის „შეცდომაში შემყვანი“. „იმდენი საუბარია იმაზე, რა ითქვა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რაც მოხდა. ჩემი პასუხისმგებლობა არის ტერორისტების მოკვლა და ეს არის ის, რაც მე გავაკეთე“, – აღნიშნა რეტკლიფმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)