11:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 17:32:23, 874 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ

ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე - ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.

„ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ეხება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს და საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ერთადერთი პასუხი ივანიშვილის ამ არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე...

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა, რომ საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც უკვე ვთქვი.

ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იმავეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ, მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics