11:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 14:48:45, 618 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ აგენტების კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.

აღნიშნულის შესახებ მაიკლ ო'ფლაერტი ს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია საუბარი და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაა დასახელებული.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც „მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ“, ასევე, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო“. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

გარდა ამისა, კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.

„ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.

კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics