2025-03-25 21:02:18, 778 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდაჭერაში
ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში , - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში”, - წერს შაჰინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,