2016-03-12 17:35:06, 692 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს
მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და ნინო ჯღარკავა დაიბარეს.
„რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყალბი ყალბი სახელითა და გვარით უცნობმა პირმა მათ ფეისბუკის პირად მიმოწერაში ბმული მიაწოდა, რომელზეც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა იყო განთავსებული.
ჯღარკავასა და რაზმაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ დაუკავშირდებოდნენ პროკურატურიდან, ისინი თავადაც გეგმავდნენ ამ თემაზე მიემართათ სამართალდამცავი უწყებისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან