|
2025-03-25 17:04:48, 1284 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების" დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში აგრარული ბაზარი გახსნა. ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების" სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა. სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა"), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) და 223³ მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)