|
2025-03-25 16:20:05, 590 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ იგი დაიბარეს, ეს შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი გახდეს
თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ იგი დაიბარეს, მაგალითად, „ქართუ ბანკში“, წაართვეს ქონება, და ეს ქონება მწამებლებს გადაულოცეს, რასაკვირველია, ეს შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი გახდეს, თუმცა ეს არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დაიკითხებოდა თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან იმის თქმა, რომ “ჯერ ის [ბიძინა ივანიშვილი] დაიბარე და მერე მე დამიბარე”, პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის თაღლითური გზაა, რაც არაერთხელ გააკეთეს სხვადასხვა მიმართულებით” „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას [“ნაციონალურ მოძრაობას”] ეხმარებოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა მაღალი დონის და სტანდარტის პოლიცია და ჯარი, ასევე იმისთვის, რომ საქართველოში ეროვნული კულტურის ძეგლები არ დაკარგულიყო და არ ჩამოშლილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ ადამიანს ჩაგრავდა ან თავის ბანკში მიიყვანდა, ტყავს გააძრობდა და საწამებლად ჩააბარებდა, რასაც “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის დროს აკეთებდა ხაზარაძე. ამაზეა შეკითხვები დასასმელი, თორემ სახელმწიფოს თუ ეხმარებოდა ხაზარაძე, ჯაფარიძე ან ნებისმიერი სხვა, რომ სახელმწიფო არ ჩამონგრეულიყო და ამ ვითარებაში გარკვეული დარგები განვითარებული ჰქონოდა, ეს მისასალმებელია ყველასგან - ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა თუ ნებისმიერი ჩვენგანი. თუ კონკრეტული ადამიანი დაიჩაგრა და ასეთი ჩვენება არსებობს, თუ კონკრეტულმა ადამიანმა სერიოზული ზარალი მიიღო იმისგან, რომ იგი დაიბარეს მაგალითად, “ქართუ ბანკში”, წაართვეს ქონება და ეს ქონება მწამებლებს გადაულოცეს, რა საკვირველია, ეს შეიძლება დამატებითი შეკითხვების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა ეს არ არსებობს. ადამიანმა პასუხი უნდა გასცეს კონკრეტულ შეკითხვას - ჯერ ის დაიბარე და მერე მე დამიბარე, ეს არის პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის, იგივე თაღლითური გზა, რაც არაერთხელ გააკეთეს სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, ხოლო ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)