|
2025-03-25 16:12:00, 1030 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში ახალ ქარხანას აშენებს
საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის ინვესტიციით, „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში სამშენებლო მასალების მწარმოებელ ახალ ქარხანას აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევროა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ ევროს შეადგენს და ის ქარხნის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. „კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან აქტიურად ოპერირებს. დაარსებიდან მალევე, ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში. ახალი ქარხნის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს წარმოებას დავამატოთ 30 სახეობის პროდუქცია. სამომავლოდ უცხოური ბაზრის ათვისებას და საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბანკის ინვესტიციით შევძლებთ ქარხნის სრულყოფილი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებასა და მის სრულად აღჭურვას“, - განაცხადა “გზა 2015” - ის დირექტორმა, ლევან ღლონტმა. „გზა 2015“ ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც სამი ქარხნითაა წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის სწრაფვას განვითარებისა და გაძლიერებისაკენ, რასაც ახალი ქარხნის მშენებლობაც მოწმობს. ის კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მრავალფეროვანი სამშენებლო მასალები აწარმოოს და აითვისოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი. მსგავსი ინიციატივები რეგიონებში დიდ მოტივაციას აძლევს სხვა ბიზნესებსაც. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების უფროსმა გიორგი წეროძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)