|
2025-03-24 19:40:53, 818 ნახვა
მსოფლიო
ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობს, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს
ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“, - წერს დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)