|
2025-03-24 16:03:07, 665 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო მინისტრი - საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე
საქართველო არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი, გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხს იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში, ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ვხედავთ, რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება – ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა, ლიბერალური ძალები წარსულს ჩაბარდნენ, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას“, – აღნიშნა სიიარტომ. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ USAID-ის წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. „ეს ფინანსური ნაკადი ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ, მკაცრად იყოს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც, უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების გატარება ქვეყნებში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, უნგრელები ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა, უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადის გადამხდელთა წყაროები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს მიუღებელია, ეს არის შიდა ცხოვრებაში ჩარევა, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გამოყენებით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. ამასთან, მისივე თქმით, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ბრიუსელის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში მიუღებელია. ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად. ასევე მიუღებელია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. ამასთან, მისივე თქმით, 50 ადამიანი, რომელიც საქართველოში მუშაობს, უნგრეთში გაივლის შესაბამის სწავლებას. „ჩვენ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან. წელს ვაჭრობა 20 პროცენტით გაიზრდება. ივნისში, ბუდაპეშტში კიდევ ერთი მთავრობათაშორისი სამიტი ჩატარდება და თბილისში ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ მინისტრს იმის გამო, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველო თავის სტრატეგიას ინარჩუნებს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)