2025-03-24 13:43:16, 6621 ნახვა
სპორტი
ლევან კობიაშვილი - შევურაცხყვეთ სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ეს შემთხვევა, შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს
![]() "მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ" - ასე ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის მხრიდან სომეხი ქომაგებისთვის ბოთლების სროლას და შეურაცხყოფის მიყენებას. კობიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა, შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს. "მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან. მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს" - წერს კობიაშვილი. საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 23 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით თბილისის 4 საუკეთესო აუზზე
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
შალვა პაპუაშვილი - დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა
ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|