04:32 - 20 Aug, 2026
|
2025-03-24 13:40:11, 1323 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების მტკიცებით, ხმალაძემ უკრაინაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქ ირპენში, ბუჩას რაიონის ქალაქ გოსტომელში, ბუჩას ოლქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. მათივე მტკიცებით, გამოძიების თანახმად, ხმალაძემ, „როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, მიიღო ანაზღაურება 745 000 რუსული რუბლის ოდენობით“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)