|
2025-03-24 13:28:07, 553 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მეგობარ აქტზე“ - ეს არის უმადური აქტი, უმადურობა ქართველი ხალხის, ქართული ხელისუფლების მიმართ
ასეთი აქტის დაინიცირება სხვა არაფერია, თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცებისა და ქართული ხელისუფლების მიმართ. ეს არის უმადურობის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის სენატში ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს. პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამერიკას გვერდში დაუდგა მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ვღანეთის მისიაში მონაწილეობით, საქართველოს დაახლოებით ორმილიარდიანი კონტრიბუცია აქვს გაწეული. „ეს არის უმადური აქტი, ეს არის უმადურობის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, იმ ხალხის, იმ სახელმწიფოსა და იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას გვერდში დაუდგა მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და როცა ავღანეთში ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა სიმბოლური კონტინეტით იყო წარმოდგენილი, ზოგი კი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. თუნდაც ბალტიის ქვეყნები, რომლებიც დღეს, თითქოს იმას უყურებენ, ხმალზე ხელი როგორ გაიკრან. სადაც ხმალზე ხელი იყო გასაკრავი, ავღანეთში, თითოეული ეს ქვეყანა 30-40 ადამიანით იყო წარმოდგენილი, საქართველო კი, ავღანეთში წარმოდგენილი იყო 1 000-1 500 ადამიანით. ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ჩვენი კონტინეტით მეოთხე ვიყავით და ამერიკელ ხალხს და ამერიკელ ხელისუფლებას გვერდში დავუდექით. გვერდში დგომა გამოიხატა – ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს. იცით, რომ მისიის დროს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობით დაახლოებით ორმილიარდიანი კონტრიბუცია გვაქვს გაწეული. ამიტომ, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიცირებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცებისა და ქართული ხელისუფლების მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)