|
2025-03-23 15:46:53, 827 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კრიტიკული განცხადებები გაეკეთებინათ. „იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მოქარგული ზედსართავები, რათა აღგვეწერა, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მივიჩნიე, რომ უმჯობესი იყო ტელეფონის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე პოზიციაზე“, - განაცხადა სტარმერმა. მისი თქმით, ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთვის ერჩია, როგორ გამოესწორებინა ურთიერთობა ტრამპთან. მოგვიანებით კი ტრამპს დაურეკა, რათა კიევში მიღწეული პროგრესი გადაეცა და საფუძველი ჩაეყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისთვის. როდესაც პრეზიდენტებმა კვლავ ისაუბრეს, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. ამასთან, კირ სტარმერმა ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე და დასავლეთში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა. „ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ. [უინსტონ] ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. [კლემენტ] ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“, - აღნიშნა სტარმერმა. ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის ევროპის ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა ატარონ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)