|
2025-03-23 14:24:37, 1238 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე სურს
თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, წყაროების თქმით, თეთრი სახლი აღიარებს, რომ ვადები შეიძლება შეიცვალოს ორი მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულის გათვალისწინებით. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს პოზიცია კი კიევმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს. Bloomberg ციტირებს თეთრი სახლის პრესსპიკერს, ბრაიან ჰიუზს, რომლის თქმითაც, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ან ვადები საჯარო არ იქნება. „ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დისკუსიის პირობების ან ვადების შესახებ მედიაში საუბარი არ გვექნება“, - აცხადებს ბრაიან ჰიუზი. სააგენტოს წყაროების აზრით, კრემლი არ დათანხმდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტზე, სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რაც აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა. “აშშ იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ მეომარი მხარეები განაგრძობენ შეტევებს და უახლოეს დღეებში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას“, - წერს Bloomberg-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაცია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება. საუდის არაბეთის მოლაპარაკებები მოიცავს ტექნიკურ დეტალებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე 30-დღიანი ზავის განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ. დისკუსიებზე ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ გაფართოებაზე, რათა ის შავ ზღვაში გემების მიმოსვლაზეც გავრცელდეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)