|
2025-03-22 22:19:46, 1063 ნახვა
პოლიტიკა
მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტთან ამერიკის გიგანტური დროშა გაშალეს
"MEGOBARI აქტის" მხარდამჭერმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ. უწყვეტი პროტესტის 115-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა მთავარ გამზირზე ამერიკის გიგანტური დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ- "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს". აქციის მონაწილეები დღეს საღამოს მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ. ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ ისინი საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ამერიკული დროშები, დონალდ ტრამპის, კონგრესმენის ჯო უილსონის, რომელიც არის კანონპროექტის ავტორი და სენატორი ჯიმ რიშის პორტრეტები, რომელმაც ინიციატივა კონგრესის ზედა პალატას გააცნო. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ეჭირა პლაკატები, რომლებიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ. დღევანდელი აქცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და ჩართულნი არიან უსაფრთხოების საკითხებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში. აქციას რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)