|
2025-03-22 14:59:49, 680 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - „ვენეციის კომისიის“ დასკვნას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან კავშირი არ აქვს
თვითმმართველობის არჩევნების მარტში შემოტანა, რა თქმა უნდა, „ოცნების“ დღის წესრიგია იმისთვის, რომ გადაფაროს სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების კუთხით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდიას თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ახლა საუბარი, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში შედის. „ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გამოგზავნილი საარჩევნო კოდექსში ადგილებზე, რომელსაც მაშინ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რომელიც „ოცნებამ“ დაძლია. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას და შიშს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. ოქტომბრის არჩევნების შესახებ საუბარი დღეს, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ დღის წესრიგი. ჩვენ, აქამდე არცერთი პარტიის დღის წესრიგით არ გვიმოქმედია და რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვიმოქმედებთ“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ. ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს და ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)