16:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 12:12:14, 569 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ არჩევნებში ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა

გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა - სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა "დიფ-სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად "დიფ-სთეითის" ე.წ. ნარატივის გახმოვანებით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა სამომავლო დაშვება მხოლოდ ორია - ან ჯიმ რიში გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან აღმოჩნდება, რომ „დიფ-სტეიტი“ კვლავ თავის პოზიციებს ინარჩუნებს.

„გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.

ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…

თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ-სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად „დიფ-სთეითის“ ე.წ. ნარატივის გახმოვანებით.

შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ-სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!“,- წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics