|
2025-03-22 11:53:11, 683 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი ჰამასს ღაზის ნაწილის ანექსიით ემუქრება, თუ ისინი მძევლებს არ გაათავისუფლებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას აპირებს, თუკი ჰამასი მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას განაგრძობს. კაცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ტერორისტულ დაჯგუფებაზე ზეწოლის ზრდის მიზნით ღაზის სექტორის დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანების გაცემა დაავალა. მინისტრმა თქვა, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას "გაამძლავრებს", მათ შორის, "სახმელეთო მოქმედების გაფართოების გზით, სანამ მძევლები არ გათავისუფლებიდან და ჰამასი არ დამარცხდება". მისივე თქმით, ისრაელი გამოიყენებს "ყველა შესაძლო სამხედრო და სამოქალაქო ზეწოლას, მათ შორის ღაზის მოსახლეობას ევაკუირებას სამხრეთით და ღაზის მოსახლეობისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებაყოფლობითი მიგრაციის გეგმის ამოქმედებას". "თუ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას გააგრძელებს, IDF-ს დავავალე, რომ დამატებითი ტერიტორია დაიკავოს, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს და ისრაელური საზოგადოებებისა და IDF-ის ჯარისკაცების დასაცავად ღაზის გარშემო უსაფრთხოების ზონა გააფართოვოს ისრაელის მიერ ტერიტორიის პერმანენტულად დაკავების გზით. [...] სანამ ჰამასი თავის უარს განაგრძობს, მეტ და მეტ მიწას დაკარგავს, რომელიც ისრაელს მიემატება". - თქვა კაცმა. ცნობისთვის, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)