|
2025-03-21 19:40:08, 465 ნახვა
მსოფლიო
ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაში ორი ადამიანი დამნაშავედ ცნეს
ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჟადის შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვაში ორი ადამიანი ცნეს დამნაშავედ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსაათიანი განხილვის შემდეგ რაფათ ამიროვი და პოლად ომაროვი 2022 წლის ივნისში ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ. პროკურორების თქმით, ირანელი ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყების გამო ალინეჟადის მკვლელობა ირანის მთავრობამ დააფინანსა. ირანმა ბრალდებები "სასაცილოდ და უსაფუძვლოდ" შეაფასა. პროკურორების მტკიცებით, ირანმა წლების განმავლობაში ალინეჟადის დაშინება და გაჩუმება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2021 წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობით, რის შედეგადაც ირანის დაზვერვის 4 თანამშრომელი დააკავეს. აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, გატაცების მცდელობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტის მკვლელობაზე 500 000 დოლარის გასამრჯელო გამოაცხადეს. "ვიტირე, ვიცინე, ვიცეკვე კიდეც, რადგან დღევანდელი დღე მხოლოდ ჩემი გადარჩენის დღე არ არის. ეს იმ რეჟიმის დამარცხებისა და დამცირების დღეა, რომელიც ფიქრობს, რომ კრიტიკოსების გაჩუმება ტყვიებით შეუძლია". - განაცხადა ალინეჟადმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. "ისინი დამარცხდნენ. მე ისევ აქ ვარ და ვაგრძელებ ბრძოლას, სანამ რეჟიმის ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს." - თქვა ჟურნალისტმა. ცნობისთვის, ალინეჟადმა ირანი 2009 წელს დატოვა და Voice of America-სთვის მუშაობდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)