|
2025-03-21 18:01:06, 342 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციას 47 მილიონად გეგმავს
თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობისთვის 47 000 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026-2027 წ.წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2025 წელი - 10 000 000 ლარი; 2026 წელი - 18 000 000 ლარი; 2027 წელი - დარჩენილი სახელშეკრულებო ღირებულება), ეტაპობრივად, მიღებაჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოების შესრულების ვადა 760 დღეა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვა 25 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)