|
2025-03-21 13:29:57, 433 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც რეჟიმს ჩამოშლის
ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ხუხულას ჩამოშლის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დგას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მათ „რუსულ რეჟიმს საყრდენი - პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უნდა გამოაცალონ“. „მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ამბობს, თითქოს, სანქციების არ ეშინია, მის მთავარ ხაზად და მთავარ შიშად სწორედ სანქციებია. ბრიტანეთი მნიშვნელოვანი წერტილია, საიდანაც ივანიშვილს და მის მედიაპროპაგანდისტებს სანქციები ელის. ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ბრალდებულია და მის შესახებ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიღებულია, მას მოუწევს 170 მლნ გირვანქა სტერლინგის გადახადა იმ თაღლითობისთვის და კომერციული შეთქმულებისთვის, რაც რუხაძემ ბრიტანეთის ფარგლებში ჩაიდინა. დღეს, ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები იმ ტიპის სანქციებს ელიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ხუხულას ჩამოშლის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დგას. ეს მნიშვნელოვანია მარტივი მიზეზის გამო, ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს უნდა გამოვაცალოთ ის საყრდენი, რაც არის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები და რაც არის ტყუილი, რაზეც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში დგას“, - განაცხადა კუპრაძემ. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რამდენიმე დღის წინ, ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 170 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)