|
2025-03-21 12:53:30, 349 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - “3+3 ფორმატზე“ ყაველაშვილის მრჩევლის პოზიცია კი მოღალატის განცხადებაა
უნგრეთი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, არ გაგვკვირვებოდა, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ხელი დააკლო ოპოზიციამ - გამონაკლისები იქნება, ვინაიდან სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევ ყველა სტრუქტურას, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს პირველი პირი ხელჩამოურთმეველია და მიუღებელია ევროპის ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუმინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუმინეთის პარლამენტში ბევრი სხვადასხვა ფრაქციაა, ამიტომ, „ქართული ოცნების“ ვიზიტში განსაკუთრებული არაფერია, რადგან რეალურად, „ხელისუფლება იზოლირებულია“. „ზოგადად, იმდენად არის „ქართული ოცნება“ იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ მსგავს ვიზიტი სენსაციად აღიქმება, როგორ მოხდა, რომ ევროკავშირის ქვეყანაში შეუშვეს. ალბათ, ჩვეულებრივი პასპორტებით შევიდნენ, შეიპარნენ, რადგან მათზე დიპლომატიური პასპორტები არ მოქმედებს. არის და იქნება ყოველთვის გამონაკლისები, ვინაიდან სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევ ყველა სტრუქტურას. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ხელჩამოურთმეველია და მიუღებელია ევროპის ქვეყნებისთვის. ევროპის გარკვეულ ქვეყნებში შესვლაც კი ეკრძალება, ეს სამარცხვინო ფაქტია. პარლამენტში [რუმინეთში] უამრავი სხვადასხვა ფრაქციაა, მათ შორის ოპოზიცია. არიან ქვეყნები, გერმანიაშიც კი პუტინისტური ფრაქციებია ბუნდესტაგში. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში არიან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც შესაძლებელია ვიღაც მიიწვიონ და ეს არც პირველი და არც უკანასკნელი არ იქნება, თუმცა სჯობდა, ეს არ მომხდარიყო. მაგრამ რუმინეთი არაა უნგრეთი, რომელმაც გუშინ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა. ორბანი პუტინის გოშიაა, ეს ევროპელი ქაჯი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. გოცირიძემ ოპოზიციის ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამოცანა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისეთი სანქციების დაწესება უნდა იყოს, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ რუსული ძალაუფლების საქართველოში განმტკიცებასთან და რომლიდანაც „ვერასდროს ამოვა“. „ოპოზიციის როლი სწორედ ისაა, რომ საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავებაზე იმუშაოს. კონგრესში მეგობარი აქტის და მეორე აქტის მიღების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება, რუსეთ-უკრაინას შორის შეიძლება დროებითი მშვიდობა დამყარდეს - თუმცა ტრამპის საგარეო ინიციატივებზე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუმცა, თუ სამშვიდობო პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, მას სანქციების შერბილებაც მოჰყვება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხდეს ისეთი სანქციების ქვეშ, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ რუსული ძალაუფლების საქართველოში განმტკიცებასთან. ასეთია „მაგნიტსკის აქტი“. ისეთ სანქციებში უნდა მოჰყვეს, საიდანაც ვერასდროს ამოვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციის გაერთიანებისა თუ კოორდინაციის საკითხებზე, როგორც გოცირიძე აცხადებს, ეს სიტყვები რეალურად ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია და ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია. „არასერიოზულია სემანტიკურ თემებზე საუბარი. გაერთიანება თუ კოორდინაცია?! გაერთიანება რომ არ მოხდება და ოპოზიცია ერთ პარტიად არ გადაიქცევა, ეს ნათელია. ამიტომ, გაერთიანებული ბრძოლაც და ამ პროცესში კოორდინაციაც ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი სიტყვებია. ამიტომ, ვინც კოორდინაციას იტყვის, ის გაერთიანების მოწინააღმდეგეა და ვინც გაერთიანებას იტყვის, ის პარტიების შერწყმის მომხრეა, ასე არაა. მაგრამ ყოველთვის ჩნდება საბაბი, თავდასხმებისა და ურთიერთკრიტიკის და ამ შემთხვევაში ეს გაერთიანება და კოორდინაცია გაღიზიანების გამოვლენის თემა გახდა“,- განაცხად რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)