05:35 - 20 Aug, 2026
|
2025-03-21 12:18:58, 943 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა
რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა. ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა. "აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას" – წერს კიპერი Telegram-ზე. რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა. უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი. უწყების ცნობით ქალაქში რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, მაღაზიებს, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)