|
2025-03-21 09:44:02, 550 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ოცნების“ მიერ „დიფ სთეითად“ გამოცხადებულ სენატორ ჯიმ რიშს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს. წლებია, ჯიმ რიში, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო პოზიციის გამო ქართული ოცნების ლიდერთა თავდასხმის ობიექტია. ,,ქართული ოცნებას'' მას კონსპიროლოგიური დიფ სთეითის ნაწილად მოიხსენიებს. სხვადასხვა დროს მას ივანიშვილის მაღალჩინოსნები თაღლითად, სიცრუითა და სიყალბით გამორჩეულ სენატორად მოიხსენიებდნენ. "სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი [უპირატესტობით] გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს! როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით. სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები სენატორი რიშის მიმართ წლებია, კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებენ. მაგალითისთვის, გასული წლის სექტემბერში სენატორ რიშს "კულტურის ხარისხი" დაუწუნა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. რიშის მიერ კომიტეტის მოსმენაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ, რომ "ქართველებს ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, თაღლითები მოაშორონ და მომავალი საკუთარ ხელში აიღონ", ივანიშვილის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში".
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)