|
2025-03-20 16:22:28, 785 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიას ეწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტიორეს შეხვდება. ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, მოხარულია, რომ ნორვეგიაში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. მისივე თქმით, ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს ყველა პარტიამ ცოტა ხნის წინ მიაღწია შეთანხმებას უკრაინის დაფინანსების გაზრდის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი იენს სტოლტენბერგი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე და თავდაცვის მინისტრი ტორე სანდვიკი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)