08:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 14:02:21, 767 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებაზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს.

გუშინ, 19 მარტს სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ მთავრობის მიერ მანიფესტაციის 4-დღიანი აკრძალვის დაწესების მიუხედავად, მერის დაკავებას თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას მიხედვით, თურქეთის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში 261 მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინა, მათ შორის, 62 საზღვარგარეთ, რომლებიც "პროვოკაციული პოსტებით დანაშაულსა და ზიზღს უკეთებენ პროვოცირებას" 

მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, იმამოღლუს დაკავება არის "გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა. 

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics