10:54 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 13:21:43, 778 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს - უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს.

„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა "დიფ სთეითს" და მისი მთავარი ამოცანა არის "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით "გლობალურ ომის პარტიაზე", მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა "დიფ სთეითის" დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics