|
2025-03-20 12:46:15, 748 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება
ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში იანოშ ჰუნიადის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ავრცელებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიიდან „ჯორჯ სოროსის ქსელის აგენტების“, ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების გაძევების მოწოდებით გამოვიდა და ევროკავშირის პოლიტიკაში უცხოური ფულის გავლენების დაუშვებლობის მოწოდების გამოვიდა. „ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც მიმართულია ეროვნული მთავრობების შესუსტებისკენ“, – აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე გლობალური ცვლილებების შესახებ ისაუბრა. „ბრიუსელში პროგრესიული ერა დასრულდა. ატლანტის გასწვრივ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა ხორციელდება. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება“, – განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)