11:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 15:09:21, 447 ნახვა

სამართალი
საია - რეპრესიების ფონზე საგანგაშოა, თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომლის გათავისუფლება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში (150-მდე პირი) დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს არღვევს, ასევე, აღსანიშნია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია - საია ადმინისტრაციულ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ნაწილს, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს სხვადასხვა დასაბუთებით. ამ პროცესს წინ უძღოდა 2024 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც ცალსახად ნეგატიურია, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშე.1 გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებაც.2

გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

საჯარო სექტორში მიმდინარე რეპრესიების ფონზე, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი. საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.

შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი - გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამგვარად თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია" - წერს საია.

საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ. 

"პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია". - ვკითხულობთ დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics