|
2025-03-19 15:03:29, 366 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის დიახ ან არა. არავითარი მაგრამ ან პირობების წამოყენება. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდა“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. მისი თქმით, ერთადერთ გამოსავალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა წარმოადგენს. „თუ რუსეთი არ დათანხმდება, ჩვენ უკრაინის გასაძლიერებლად მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)