|
2025-03-18 20:31:24, 771 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი და პუტინი საუბრობენ- პირველი დეტალები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით საუბარი უკვე ორი საათია მიმდინარეობს.. ინფორმაცია "X" სოციალურ ქსელში თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ დაადასტურა: „პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად იმყოფება ოვალურ კაბინეტში და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დილის 10:00 საათიდან ET. ზარი კარგად მიმდინარეობს და კვლავაც გრძელდება“. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი ზარის შემდეგ დაუყოვნებლივ ისაუბრებს პრესასთან. ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თეთრ სახლში მივიდნენ, რათა დაესწრონ ტრამპსა და პუტინს შორის საუბარს, იტყობინება CNN. სიახლეს ემატება... შეგახსენებთ, რომ ადრე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 18 მარტს, კიევის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი. ვარაუდობდნენ, რომ მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინის ომი იქნებოდა. ასევე, პესკოვის თქმით, არსებობს „დიდი რაოდენობის კითხვები“, რომლებიც ეხება აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების „შემდეგ ნორმალიზაციას“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)