|
2025-03-18 19:50:11, 893 ნახვა
სამართალი
ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა. ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება“. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა, რომ „დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“. “ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ ახლა ამ წუთას, ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)