20:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 18:28:28, 496 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - არჩევანი მარტივია: სახელმწიფოს შენარჩუნებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ან სახელმწიფოს დაკარგვასა და რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას შორის

ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ - დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ზრუნავს იმაზე, რომ იზარალოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ ხელისუფლებამ.

„შევხვდით ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. მასთან გვქონდა საუბარი შექმნილ ვითარებაზე საქართველოში, საქართველოს ირგვლივ, ევროპაში, ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი რა ზეგავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე, ვისაუბრეთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს 31 მარტს დაგეგმილი მნიშვნელოვანი მანიფესტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 34-ე წლისთავს. მნიშვნელოვანი მანიფესტაციაა, მნიშვნელოვანი ეტაპია ამ პროტესტში, ბრძოლაში, რომელსაც ქართველი ხალხი აწარმოებს სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ახალი არჩევნების მოსაპოვებლად. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გამომდინარე იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც შექმნილია გეოპოლიტიკურად, პირველ რიგში, ზრუნავს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა არ იზარალოს და თუ ვინმე იზარალებს, იზარალოს იმ ხელისუფლებამ და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით იმაში, რომ ახლა საქართველო ვერ იყენებს უნიკალურ შანსს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და პირიქით, შორდება ევროკავშირს მაქსიმალურად. ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანდასახული მოქმედებების შედეგად. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ ყოველთვის გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია თანამოქალაქეებთან, მათ დაინახონ რეალობა. რეალობა არის ის, რომ ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ - დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში. არჩევანი აქ მარტივია - სახელმწიფოს შენარჩუნებასა და მის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას შორის ან სახელმწიფოს დაკარგვასა და კვლავ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას შორის. ეს არჩევანი ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს, უბრალოდ, ყველამ უნდა გაითავისოს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს უნიკალური შანსი არ დავკარგოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics