09:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 09:25:04, 875 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება.

„ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. ძალიან მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.

შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics