11:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 19:21:14, 611 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა დატოვა ის საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს იძიებს

Eurojust-ი ადასტურებს, რომ აშშ-მა საერთაშორისო ჯგუფი დატოვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს იძიებს.

„აშშ-ს ხელისუფლებამ Eurojust-ს (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) აცნობა, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის (ICPA) საქმიანობაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებენ. ICPA უკრაინის ომთან დაკავშირებული აგრესიის დანაშაულის გამოძიებების მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს“, - ნათქვამია Eurojust-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ საერთაშორისო ჯგუფს ტოვებდა, რომელიც უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი რუსი ოფიციალური პირების, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დანაშაულებს იძიებს, თავდაპირველად გამოცემა New York Times-მა გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics